აჭარელი ეკომიგრ

2015 წელს სოფლის სოციოლოგთა კლუბმა „კავკასიური სახლის“ დაფინანსებით განახორციელა პროექტი – „აჭარელი ეკომიგრანტები“.

ბოლო 10 წლისგანმავლობაშიბუნებრივიკატასტროფებისშედეგადსაქართველომ 500 მილიონაშშდოლარზემეტიიზარალა, სტიქიისმსხვერპლთარაოდენობამკი 400-სმიაღწია. ამჟამადსაქართველოშისტიქიურიმოვლენებისშედეგადდაზარალებული 35 204 ოჯახიარეგისტრირებული. მათგან 11 ათასიოჯახისასწრაფოგანსახლებასსაჭიროებს. დაზარალებულიოჯახებისდიდინაწილიკვლავგანაგრძობსსიცოცხლისათვისახიფათო, სტიქიისზონაშიცხოვრებასდაბუნებრივიკატასტროფებისგააქტიურებისფონზემათკიდევმრავალიოჯახიემატება.

ეკომიგრანტებისგანსახლება, ძირითადად, აჭარისმაღალმთიანეთიდანმიმდინარეობს, რადგანაჭარაუკიდურესადმცირემიწიანრეგიონსწარმოადგენსდაბუნებრივიკატასტროფებისმაღალისიხშირითაცგამოირჩევა. მაღალმთიანიაჭარიდანსაქართველოსსხვარეგიონებშიწლებისგანმავლობაში 9 ათასოჯახზემეტი, დაახლოებით 40 ათასიადამიანიიქნაგანსახლებული. აჭარისჯანმრთელობისადასოციალურიდაცვისსამინისტროსამჟამინდელიმონაცემებით, აჭარაშირეგისტრირებულიასტიქიითდაზარალებული 4144 ოჯახი.

პროექტის – „აჭარელი ეკომიგრანტები“ – მიზანს წარმოადგენდა აჭარელ ეკომიგრანტთა პრობლემების აქტუალიზაცია, მათი ყოველდღიურობის აღწერა და მათი ცხოვრების პრეზენტაცია ფოტოებითა და ისტორიებით.  პროექტმა შექმნა მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალა ეკომიგრანტთა შესახებ. ასევე, ხელი შეუწყო საზოგადოების დაინტერესებას ეკომიგრანტებისა და ზოგადად, სოფლის მაცხოვრებელთა  პრობლემებით.

აღნიშნული ღონისძიება რამდენიმე საფეხურისაგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე, მოეწყო ექსპედიცია (ორი დღე) სოფელ ავრანლოში სოფლის სოციოლოგთა კლუბისა და რამდენიმე მოხალისე ფოტოგრაფის შემადგენლობით. ექსპედიციის წევრებმაშეაგროვეს ფოტომასალა და ჩაატარეს ბიოგრაფიულ-ნარატიულ ინტერვიუები ეკომიგრანტებთან. მასალების დამუშვების შემდგომ პროექტის ფოტოები ინტერვიუებთან ერთად გამოიფინა კავკასიური სახლის საგამოფენო დარბაზში.

 

 

 

ჰენრი ლეფებრი –Henri Lefebvre

he

ჰენრი ლეფებრი გახლავთ ფრანგი სოციოლოგი, ჩემთვის ნაცნობი ვიზუალური ანთროპოლოგიიდან და თქვენთვის უცნობი სოციოლოგიიდან. ის დაიბადა საფრანგეთში 1901 წელს და მოღვაწეობდა 1991 წლამდე. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი, სორბონა და დროთა განმავლობაში გახდა ცნობილი, როგორც მარქსის ფილოსოფიის მიმდევარი. მაგრამ მისი ცხოვრების ამ ნაწილზე არ გავამახვილებ ყურადღებას და მის წვლილზე ვიზუალურ სოციოლოგიასა და ანთროპოლოგიაზე ვილაპარაკებ Continue reading

იოსების ნაამბობი

წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბერძნების მიერ მიტოვებულ სახლებში, აჭარელი ეკომიგრანტები ცხოვრობენ, მათი უმეტესობა სტიქიური დაზარალების შედეგად გამოემგზავრა თავშესაფრის საძებნელად და წალკის რაიონის სოფელი ავრანლო მათი მეორე სახლი გახდა, მაშინდელი მთავრობა მათ სახლების შესყიდვას დაპირდა, რომელიც ნაწილობრივ შეასრულა, მაგრამ უმეტესი მოსახლეობისათვის დაპირება დაპირებად დარჩა. Continue reading

შთაბეჭდილებები ავრანლოდან

3 საათიანი მგზავრობისა და მძღოლის უჟმური სახის ყურებისა და კითხვა-პასუხის მოსმენის შემდგომ ძლივს გვეღირსა მანქანის გაჩერება, კარის გაღება და მარტივად გადმოსვლა.  გადმოვედით თუ არა სკოლასთან უამრავი ბავშვი დაგვხვდა შეკრებილი და გაკვირვებული, თუმცა ბედნიერი თვალებით შემოგვცქეროდნენ. თითქოს ძალიან გაუხარდათ ჩვენი დანახვა, ჩვენს დახმარებას ცდილობდნენ, ჩანთებს გვართმევდნენ, ყველას უნდოდა რაღაც წამოეღო და გამოგვყოლოდა. მანქანიდან გადმოვედი თუ არა მაშინვე მივხვდი რა სიტუაციაც იქნებოდა სოფელში, რომლის სკოლის ძველი ხის  ფანჯრები დროს ვეღარ უძლებენ და იშლებიან და უშუქო და შეშის ღუმელიანი საკლასო ოთახები ძლივს-ძლივობით ცდილობენ მოსწავლეების გათბობას მთელი 3 სეზონის განმავლობაში. Continue reading

ავრანლო

შაბათ დილით გავედით თბილისიდან მოლოდინებით დატვირთული. ისე ხდება, რომ ჩვენი ყოველი ექსპედიცია დაძაბული გრაფიკისაგან დასვენების ჩემს დიდ სურვილს ემთხვევა ხოლმე. ასე მოხდა ახლაც. ვიცოდი, ეს ორი დღე ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად და ძლიერ ემოციად გადაიქცეოდა. Continue reading

“მოგზაურობა აღმოსავლეთის აჭარაში “

კარგად ნაცნობი აჭარული აქცენტი გაფიქრებინებს, რომ მაღალმთიან აჭარაში დააბიჯებ, მაგრამ რაღაც შტრიხები გადაგაფიქრებინებს ამ მოსაზრებას. კერძოდ, ვაკეზე განფენილი სოფელი და მოსახლეობის ნაწილი, რომელიც მხოლოდ რუსულად და თავისებური ბერძნულით ეკონტაქტება ერთმანეთს. დიახ, ეს მრავალფეროვანი სოფელი ავრანლოა, სადაც აჭარელი ეკომიგრანტები ცხოვრობენ ადგილობრივ ბერძნებთან ერთად. მათ ბუნებრივი სტიქიის გამო მიატოვეს თავიანთის საცხოვრებელი მთები და აქ , ვაკეში ჩამოსახლდნენ. აჭარელმა გლეხებმა წამოიყოლეს თავიანთი ტრადიციები, კერძოდ მათ სახლებში შეხვდებით საჩეჩელს და თბილ, ფერად წინდებს, გაგიმასპინძლდებიან ბორანოთი და სინორით, მოგიყვებიან, თუ როგორ დადიან პარასკეობით მეჩეთში და რა მნიშვნელოვანია ეს მათთვის, რაც მთავარია, არ იცვლება მათი კუთხური აქცენტი, რაც გაფიქრებინებს, რომ ხულოში ხარ და ელაპარაკები ადგილობრივ გლეხს.

მიუხედავად პოზიტიური ელფერისა, ამ ადამიანების უმრავლესობა ელოდება როდის გამოასახლებენ საცხოვრებლიდან. მათი ჭერი დროებითი თავშესაფარია, მიწის ნაკვეთების უმრავლესობა ნაქირავები და იმედი არც ისე მყარი.

_DSC4502

სუბიექტურად სუბიექტური დასკვნები

        წინა პოსტებიდან თქვენთვის ცნობილია, გრემში ჩასვლის მიზეზები და მიზნებიც. სოფლის პრობლემებითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლული დავბრუნდი თბილისში და პირდაპირ   პრაღაში გავეშურე კონფერენციაზე. სოფლის პრობლემებზე იქაც ბევრი ვილაპარაკე და მეტნაკლებად სხვა ქვეყნების გამოცდილებებსაც გავეცანი. მოგზაურობამ ერთი კვირა გასტანა, დრო საკმარისად მქონდა ბლოგის დასაწერად და IMG_9577იმისათვის რომ პატარა მონახაზი გამეკეთებინა.

გრემში საველე სამუშაოებისთვის ორი დღე დაგვჭირდა, როგორც წინასწარ გვქონდა განსაზღვრული, ხოლო მის მოსამზადებლად კი ორ თვეზე მეტი. თუ არ ჩავთვლი პილოტურ კვლევას და ჩვენ წინარე გამოცდილებას. ამ ყველაფერთან ერთად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ველზე გასვლის წინა დღე, როდესაც ისტერიულ მზადებას ვიწყებ. მთავარია მზად მქონდეს ჩემი კამერა ყოველდღიური აქტივობების დასაფიქსირებლად, ბლოკნოტი და პასტა ჩანაწერების გასაკეთებლად, დიქტოფონი საინტერესო ნარატივების, ამბების ან თუნდაც სიმღერების ჩასაწერად, აიპოდში ან ტელეფონში აუცილებელია შესაბამისი ფლეილისტი გქონდეს, დასვენების ჟამს მოსასმენად, სიტუაციიდან გამომდინარე, რუკაც თან მაქვს ხოლმე და სხვა წრვილმანი ნივთები, რომლებიც საველე სამუშაოებს  მეტად ეფექტურს, საინტერესოსა და ნაყოფიერს ხდის.

       

     კითხვარის ერთ–ერთი კითხვა  რესპონდენტებს „თხოვდა“ დაესახელებინათ მათი სოფლის პრობლემები. ეს ძალიან ძნელი დავალება აღმოჩნდა ადგილობრივებისათვის. ზოგიერთი მათგანი იწყებდა ჩამო10682401_755632357817659_9181558761907422753_oთვლას:

         „დენი?! გვაქვს!

          გაზი?! გვაქვს!

          გზები?! გვაქვს!

          წყალი?! მმმმ, გვაქვს!

          სხვა? ……. უმუშევრობა.“

     ჩვენი კითხვა, ვინაიდან და რადგანაც მოითხოვდა სამი პრობლემის იდენტიფიცირებას, ვცდილობდით სხვადასხვა პროექციული მეთოდით,  რესპონდენტისთვის მიგვეცა დაფიქრების შესაძლებლობა, ზოგჯერ ვთხოვდით გაეხსენებინათ თუ რა პრობლემებს აწყდებიან ყოველდღიურად, ან რისი გამოსწორება არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სოფლის დონეზე. დასახელებული იყო ძალიან ზოგადი პასუხები „ჩვენი პრობლემაა გაჭირვებაა“.

         საინტერესოა, რატომ აღმოჩნდა P1 კითხვა ასეთი რთული საპასუხო ადგილობრივებისთვის?!  სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებად ერევა სოფლის პრობლემების პრიორიტეტიზაციასა და გადაჭრაში.

         პრობლემები, რომლებიც კონკრეტულ ლოკაციაში მყოფ საზოგადოებას აწუხებს და მის გამოსწორებას არ ცდილობს. ეს მხოლოდ გრემში, ორ დღიანი მოგზაურობისას არ შემიმჩნევია და არც სოფლის პრობლემაა მხოლოდ.

  • გააზრებული აქვთ მისი მნიშვნელობა (პრობლემის გადაჭრის სიკეთეები).
  • მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს პრობლემა აქტუალურია.
  • პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მოსახლების გაერთიანებით.

       ამ წინაპირობების არსებობის დროს, თითქოს არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, მაგრამ დღეს მსგავსი პრობლემები არსებობს და საზოგადოების გაძლიერებას, განვითარებას ელოდებიან. მეორე მხრივ, მსგავსი პრობლემების მოგვარება წინაპირობაა ეკონომიკური მდგომარეობის, ცხოვრების დონისა და განათლების დამატებითი შესაძლებლობის გაუმჯობესებისათვის.

         საველე სამუშაოები დასრულებულია, დავიწყეთ შეგროვილი მონაცემების/ინფორმაციის ანალიზი. სუბიექტური აზრებიდან ობიექტურ დასკნებამდე დარჩენილია ერთი თვე. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენი კვლევის შედეგები მზად იქნება პრეზენტაციისთვის.

ამბები გრემიდან

მარიამ კაპანაძე

გრემი, კახეთის ისტორიული სოფელი, სადაც ერთი საუკუნის განმავლობაში მომხდარი ცვლილებების საძიებლად ჩავედით, ტკბილად და თბილად დაგვხვდა, რომ არა მასპინძელთა სითბო, აუცილებლად გავიყინებოდით, რადგან წვიმაში და თოვლში გვიწევდა გრემის შარაგზაზე სიარული. Continue reading

ექსპედიცია N2 – გრემი, ძველი და ახალი შეგრძნებები

ამჯერად ათნი წავედით – ჩავიცვით უფრო თბილი ტანსაცმელი, წავიღეთ მეტი ანკეტა, მეტი საჭმელი, საძილე ტომრები და ლეპტოპი. მიზანი იგივე იყო – ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე სიარული და ახლა უკვე გრემის მოსახლეობის გამოკითხვა. მთელი გზა არ გავჩუმებულვართ ჩვენ და დუმდა მძღოლი. ჩასვლისას  ერთი თქვა, მაგრამ საკრალური  – „„მარშუტის“ კარს თუ გააღებთ, უფრო ადვილად ჩახვალთო“. ორი დღე გულიანად ვხარხარებდით.

დაგვხვდნენ გულთბილი მასპინძელი და წვიმინი გრემი. Continue reading

არადეთული დღეები ანუ პოზიტივი, პოზიტივი და ისევ პოზიტივი

ამბავი მარიამისა

ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევმა არადეთზე გაიარა. დღე–ნახევარში რამდენჯერმე შემოვიარეთ ეს საშუალო ზომის სოფელი. სად არ ვიყავით, ვის ოჯახში აღარ შევედით, რომელი ჩიხი არ „დავლაშქრეთ“. მოკლედ, როგორც იტყვიან, სოფელს „ზღურბლი ავუტალახეთ“. Continue reading